იტალიური ავეჯის ბრენდი Calligaris 1923 წლიდან ლიდერია ინდუსტრიაში, რომელიც თანამედროვე, ფუნქციურ და ესთეტიკურად გამორჩეულ დიზაინს ქმნის. დღეს უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: სკამები, მაგიდები, სავარძლები, საწოლი, განათება და აქსესუარები.

Calligaris წარმოების პროცესში მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს იყენებს, მათ შორის კერამიკას, ხეს, ლითონსა და თანამედროვე ტექსტილს, რაც პროდუქციას გამძლეობასა და დახვეწილ იერს ანიჭებს. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მდგრად განვითარებას: ფლობს FSC® სერტიფიკატს, იყენებს ეკომეგობრულ შეფუთვას და წარმოების პროცესში პასუხისმგებლობიანი მიდგომით მოქმედებს.

ბრენდი ტოპ იტალიელ თუ საერთაშორისო დიზაინერებთან თანამშრომლობს და ყოველწლიურად ბაზარს ახალ, ტრენდულ პროდუქციას აცნობს. რაც მთავარია, მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.