ELLI
Elli, მსოფლიოს მასშტაბით, Made in Italy ავეჯის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა — 1957 წლიდან ბრენდი დახვეწილი დიზაინის ავეჯს ქმნის, რაც მრავალწლიანი გამოცდილების, წარმოების ტრადიციებისა და ნოუ-ჰაუ კულტურის შედეგია. Elli-ის ხედვა საცხოვრებელი და საძინებელი სივრცეებისთვის განკუთვნილ სრულყოფილ და მრავალფუნქციურ სისტემებში ვლინდება. დახვეწილი ზედაპირები და მასალები, გააზრებული ფორმები და ჰარმონიული პროპორციები ერთიან, თანმიმდევრულ კონცეფციას ქმნის, რომელიც ორგანულად ერწყმის არქიტექტურულ გარემოს.
Elli განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასალების ხარისხს, ფუნქციურობასა და დიზაინის ესთეტიკას. წარმოებაში იყენებს 100%-ით იტალიური წარმოშობის მასიურ ხეს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც პროდუქციის ხარისხსა და გამძლეობას უზრუნველყოფს. კომპანიის სრული საწარმოო ციკლი იტალიაში, ჯუსანოში მდებარე საწარმოში ხორციელდება, სადაც ტრადიციული გამოცდილება და თანამედროვე საწარმოო პროცესები ერთმანეთს ერწყმის.იტალიური ბრენდი მომხმარებელს მთელი სახლისთვის განკუთვნილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს: კარადები, საწოლები, გარდერობ-ოთახები, მისაღები სივრცის ავეჯი, წიგნების თაროები, სასადილო და სამუშაო მაგიდები, საბავშვო ოთახის ავეჯი და აქსესუარები.
ბრენდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა წარმოების მოქნილობაა — Elli მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და პროექტებზე მორგებულ ავეჯის სისტემებს, ფერების, მასალებისა და მოპირკეთების მრავალფეროვანი არჩევანით. კომპანია ასევე ზრუნავს გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე, იყენებს მზის ენერგიას და მუდმივად ავითარებს წარმოების პროცესებს, რათა შექმნას მაღალი ხარისხის, დახვეწილი და თანამედროვე სივრცეებზე მორგებული ავეჯი.

