პრემიუმ კლასის იტალიური სამზარეულოს ბრენდია, რომელიც 1964 წელს შეიქმნა და 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და თანამედროვე დიზაინის მქონე სამზარეულოების წარმოებაში. მას ირჩევენ და ენდობიან მომხმარებლები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან.
Made in Italy პროდუქტები სერტიფიცირებული ხის, მინის, ლითონისა და ლამინატის გამოყენებით ვიზუალურ ესთეტიკას მეტად პრაქტიკულს ხდის. უკვე 12 წელზე მეტია, ბრენდი ფლობს FSC® (Forest Stewardship Council) სერტიფიკატს, რაც გარანტიას გვაძლევს, რომ სამზარეულოს წარმოებაში გამოყენებული მასალები – განსაკუთრებით ხე – მოპოვებულია გარემოზე ზრუნვისა და დაცვის მოტივით.
GT Deco-ს შოურუმში Stosa Cucine-ს სივრცე უნიკალური კონცეფციით დაგხვდებათ, რომელიც მხოლოდ სამზარეულოებისთვის მოეწყო — აქ გაქვთ შესაძლებლობა, შეეხოთ თითოეულ დეტალს, აღმოაჩინოთ ინოვაციური მახასიათებლები და შეიგრძნოთ ნამდვილი იტალიური ხარისხი.

