Henry Glass მაღალი ხარისხის მინის კარების დიზაინსა და წარმოებაში სპეციალიზირებული იტალიური ბრენდია, რომლის საწარმო ტრევიზოს რეგიონში მდებარეობს — მხარეში, რომელიც სახელგანთქმულია ვენეციური მინის წარმოების მემკვიდრეობით. 1988 წელს ბრენდი ერთი მიზნით დაიბადა, ე. წ. მურანოს მინის კლასიკური სილამაზე თანამედროვე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში გადმოეტანა.
შედეგად, ტრადიციებისა და თანამედროვე, ინოვაციური ინდუსტრიული ტექნოლოგიების შერწყმით, ქმნის კარებს, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ვიზუალური ესთეტიკითაც გამოირჩევა და იდეალურად ერწყმის ნებისმიერ გარემოს. ამგვარად, არქიტექტურული სივრცის მთავარ განმსაზღვრელ ნაწილად გვევლინება.
წარმოება სრულად მორგებულია მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებზე, ხოლო მრავალფეროვანი პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საზოგადოებრივი თუ კომერციული სივრცის საჭიროებებს, დაწყებული სკოლებით, გაგრძელებული სასტუმროებითა თუ ოფისებით და დამთავრებული საავადმყოფოებით.

